მიუხედავად მდინარეში ყვინთვისა, ველოსიპედის შეძენა არ გადამიფიქრებია. ჰოდა, ვიყიდე კიდეც! ძალიან მახარებს ის, რომ ჩემი შენაძენი ახალივით გამოიყურება და ფერიც კი საჩემოა – მუქი წითელი… მუხრუჭები ამასაც საჭეზე აქვს, მაგრამ ხმარება უკვე ვისწავლე – სამი საათია, ქალაქის მეორე ბოლოდან სახლისკენ მოვიწევ და როგორც იქნა, მოვაღწიე! გულისა და ხელ-ფეხის კანკალს რომ თავი დავანებოთ, ქალაქის თითქმის ყველა უცნობი ადგილი შემომეთვალიერა – გზა ამერია რამდენჯერმე!
ვაღიარებ, იყო შემთხვევები, როცა კინაღამ ისევ განვიცადე მარცხი: ერთხელ წითელზე გავიჭერი და შუა გზაზე დავამუხრუჭე, მაგრამ მძღოლმა თავი დამიქნია და ჟესტით გამამხნევა; ხიდზე გადმოსვლისას ქარმა ლამის წონასწორობა დამაკარგვინა და ტროტუარზე მომავალმა ჭაღარა ბაბუამ გულიანად გამიღიმა; მოსახვევში ძლივს მივხვდი, მანქანა გზას რომ მითმობდა და მეორე მძღოლისგანაც დავიმსახურე შემწყნარებლური ღიმილი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ბრაზიან დეიდას გადავუჭერი გზა, თუმცა, მისი რისხვა მეც ისევე მეკუთვნოდა, როგორც ხუთ-ექვს ველოსიპედისტს, რომელთა ნაკადსაც ავედევნე…
ახლა როდეს რჩევას ვითვალისწინებ და ვფიქრობ, რა დავარქვა ჩემს რაშს…
ო, როგორ მშურს 🙂
იმედია, არაფერს მოვიწევ და არ მოგცემ საბაბს, რომ აღარ გშურდეს 🙂 😛
რამე მერნული სახელი, :დ მერე რომ მაკედონელის ცხენივით პოპულარული გახდეს :დ
წითურა დაარქვი 🙂
ჯინჯერი ხო მოლ? :დ :ჭყლოპ:
ჰო 🙂 ზუსტად 🙂 ჯინჯერი 🙂
აუ, რა კარგია… წარმოვიდგინე, როგორ დაქრი ქუჩებში, თან შეშინებული სახით… 😀
ფრთხილად იარე :*
ბუცეფალი ცუდი არაა, მაგრამ ფაშატი მგონია ჩემი მერანი 🙂
უმაგრესობაა. . აი, ხომ ვიცოდი, რომ კარგი იყო. წავიკითხე პოსტი და კიდევ უფრო მომეწონა… წარმოიდგინე, რომ იყიდიდი და მოახტებოდი და სახლისკენ წამოხვიდოდი… ფანტასტიური შეგრძნება უნდა იყოს.
ჰო, განსაკუთრებით ხიდზე რომ გადმოვდიოდი :):) მზეც გამოვიდა, ღრუბლები გაიფანტა, მოკლედ, მოვფრინავ ლამის… ჰოდა, დაუბერა ამ დროს ქარმა და ლამის გადავახტი მოაჯირს:):):) მაშინ გამიღიმა ზუსტად იმ ბაბუმ 🙂
შენ ხან ქერათმიანი ბიჭი გიღიმის და ხან ჭაღარა ბაბუ 🙂
მრავალფეროვანი ნაცნობობა გყავს, თამარა 🙂
ჰო, მოკლედ, სულში მიძვრენენ 🙂 🙂
ველიკის სურათიც დადე :დ :დ აუ, დიასახლისი არ გადაგიღებს? პლიიზ :დ
ველიკია, რა :):))
დიასახლისმა ერთი გადამიღო და საუკუნის კადრი :):)
ამ ბოლო დროს საეჭვოდ ხშირად ვნანობ რომ არ ვიცი ველოსიპედის ტარება… დავიჯერო დავიწყებ სწავლას ამ თინეიჯერობის მიწურულს?
აქ რომ არ მომილოცავს, დამავიწყდა ეგ : ))
მშვიდობაში!
შენ რომ განახა, როგორ დაქრიან აქ ხანდაზმული ქალბატონები, მიხვდებოდი, რომ ძალიან ბევრი დრო გაქვს ჯერ 🙂
თეგების ღრუბელს შეხედე – ველოსიპედი და მსხვილად და საპატიოდ წერია 🙂 🙂 🙂
აბა, რა 🙂
ეგ იმისთანა სამსახურს გამიწევს, რომ ღირსია ნამდვილად!
მშვიდობაში, სულ მწვანეზე გეგელვებინოს შენი წითელი ჯინჯერი : ))
ძალიან მაგარია!
მეც სიამოვნებით შემოგიერთდებოდი.
რა მაგარია, სამსახურში ადრე მომიწია ცოტა მოსვლა და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პოსტით დღე სასიამოვნოდ დავიწყე 🙂
რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო 🙂 მოხარული ვარ 🙂
რაშს რამე ისეთი დაარქვი, რაც ჰოლანდიას გაგახსენებს 🙂
მე არ ვიცი ველოსიპედის ტარება 😦
ისწავლე, ნათ 🙂 დიდი სიამოვნებაა, დამიჯერე…
იმედი მაქვს 🙂 ჯერჯერობით ყველა მცდელობა კრახით დასრულდა, მაგრამ ვიცი, რომ გამომივა 🙂 ადრე ასევე მეგონა, რომ ვერასდროს ვისწავლიდი ცურვას, მაგრამ ახლა ვხვდები რა მარტივი რამის მეშინოდა 🙂
სცადე და ჩამოსვლა აღარ მოგინდება… მე იმას ვფიქრობ, დაბრუნების შემდეგ როგორ გავაგრძელო ველოსპორტი 🙂
აუ, რა მაგარია!
წარმატებები! 😉 (გვიან რომ ვკითხულობ ამ ყველაფერს და შეასაბამისადაც ვაკომენტარებ, არ ვიმჩნევთ. მერე რა, რომ შემდეგ პოსტში შეიძლება ახალი ველოსიპედი გყავდეს 😀 მე ძველებიდან მოვყვები და დროს უკან ვაბრუნებ 😀 )