ანუ ჩემ შესახებ
updated: 06/01/2015
Updated: 23.04.2018
ეს ჩემი რიგით მერამდენეღაც ბლოგია. წინა სამი თუ ოთხიდან მხოლოდ ერთი დავტოვე ცოცხალი და ისიც დაჭრილ-დაჩეხილი, ალაგ-ალაგ პლასტირით და სახვევებით შეფუთული უპატრონოდ არის მიგდებული სადღაც ვორდპრესის პლატფორმაზე.
ვაღიარებ, რომ ბლოგსპოტზეც შევქმენი რამდენიმე ბლოგი და ისე სწრაფად მივატოვე, რომ ახლა მათ URL-ებსაც ვეღარ ვიხსენებ. ვაღიარებ, რომ ბოროტად ვსარგებლობ ინტერნეტ-სივრცის სტუმართმოყვარეობით და არაკეთილსინდისიერად დავიკავე რამდენიმე დომენი, რომელთაც არ ვიყენებ. იმედია, ყველას მალე გააუქმებენ და ვინმე ბეჯითი ბლოგერი დაივანებს თითოეულ მათგანზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, არაფერში ვიყენებ ახალგაზრდულ ასაკსა და ენერგიას, კერძოდ, არ ვეწევი აღვირახსნილ ცხოვრებას და პაპიროსს.
ვარ ინტერნეტ და ტკბილეულდამოკიდებული, უკანასკნელ ხანებში თანდათანობით მითრევს სპორტული ცხოვრება, ელექტრონული წიგნები და ინტერნეტ-შოპინგი (ყბადაღებულმა გაუფასურებულმა ლარმა დროულად მიხსნა ინტერნეტ-შოპოჰოლიზმისგან) და კულინარია (საყვარელი ადამიანის გაბედნიერების კეთილშობილური მიზნით). ოთხ თვეზე მეტია, ტკბილეულს აღარ ვჭამ.
შემჩნეული ვარ ჩემთვის საინტერესო ადამიანების “ფეისბუქის” პროფილების თვალიერებასა და მათი წარსულის ქექვაში. ვაღიარებ, რომ მოპოვებულ ინფორმაციას ვიყენებ საკუთარი მოტივაციის ზრდისათვის. აქვე ვაღიარებ, ვინ არიან ეს საინტერესო ადამიანები… თუმცა, არა, არ ვაღიარებ.
ვაღიარებ, რომ საშინლად მინდა ნიდერლანდებში დაბრუნება და იქ ცხოვრება. ამისათვის მზად ვარ, მათი უბადრუკი სამზარეულოს გარდა აღარაფერს გავეკარო. მინდოდა. უკვე აღარ. ბოლოს და ბოლოს, შენი სახლი იქაა, სადაც შენი ადამიანები არიან. უბრალოდ, ვისურვებდი, ერთ-ერთ მათგანთან ერთად კვლავ გამესეირნა ჩემთვის ნაცნობ, საყვარელ და მყუდრო ადგილებში.
ყველა პოზაში და განუსაზღვრელი ხანგრძლივობით, ნებისმიერ გარემოში და დღე-ღამის ნებისმიერ დროს – შემიძლია ძილი. კი, ისევ შემიძლია. უბრალოდ, დრო აღარ მაქვს.
ვაღიარებ, რომ ადამიანებს ქანცს ვაცლი – კამათით. ესეც თვითგანათლებისა და თვითგანვითარების ფორმაა. აღარ.
ვნანობ, რომ ჯერ კიდევ არ მყავს საკუთარი ველოსიპედი. უკვე მყავს! აღარ მყავს.
ვაღიარებ, რომ მიყვარს მეგობრებთან ლაყბობაში დროის ფლანგვა. რაც უკვე კარგა ხანია, ჩაანაცვლა ერთ ადამიანთან ერთად ნეტარმა უსაქმურობამ. ნეტარი უსაქმურობა უკვე ფუფუნებაა. რასაც ერთად ვაკეთებთ, უკვე ჭაპანის წევა ჰქვია.
ვაღიარებ, რომ ვარ გამოუსწორებელი მსუნაგი. ალბათ, მუდამ ასე იქნება. ნწ. ერთი უწყინარი ინსტაგრამ-ჩელენჯის წყალობით მსუნაგობა წარსულში დავტოვე. არ ვიცი, მუდამ ასე იქნება თუ არა.
ვაღიარებ, რომ არ ვშრომობ იმდენს, რამდენიც შემიძლია და სასურველი იქნებოდა. კი, კვლავ ასეა. დასანანია.
ვიხდი პატიოსნად. გადასახადებს.
დამატებით გაცნობებთ შემდეგს:
ცხოვრების სიყვარული – ველოსიპედი ჩემი ოჯახი.
ჰობი – ველოსპორტი, ფეხით სიარული, სირბილი, წიგნები, ბლოგინგი, ჭკვიან ადამიანებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, cuddling.
ოფიციალური ავატარი:
პირობას ვდებ, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, პერიოდულად გამოვცხადდები ამ პოსტზე და მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ჩვენება შესრულებულია ჩემი ხელით, რასაც ვადასტურებ
ჰოლანდიური ჰედერია 🙂
ჰო, მეც ეგრე ვფიქრობ 🙂 გავათემატურე ცოტა 🙂
მოგაგნე… ❤
არც დამიმალავს, ღმერთმანი 🙂 :*
თამარა შენ ხარ? გილოცავ ნოვოსელიას 🙂
მე ვარ, მე 🙂 მობრძანდი, ჩემი ბლოგის ურლ შენთვის მუდამ ღიაა 🙂
სასიამოვნოა ამის მოსმენა 🙂 ვიწყებ აქტიურ კომენტარიზაციას 🙂
სირცხვილი მე :((( რამდენი ხანია არ ვყოფილვარ მეზობლებთან რომ არც ვიცოდი რომ მეზობლები თურმე გადასულან სხვაგან…. ტეტუუუუ
მისს იუ :*
მეც სირცხვილი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ მოგიპატიჟე 🙂
მომწონს თამარას “ახალი” ჰედერი (ბრჭყალებში იმიტომ, რომ კაი ხანია არი სინამდვილეში, მირა მაინც ახალია 🙂 ).
დავიწყე კითხვა 😛
მომენატრა აქაურობა 🙂
აქაურობასაც მოენატრე 🙂