ჰო, ვიცი, რომ წინასაშობაო პოსტების წერა ჯერ ალბათ ადრეა, მაგრამ რადგან წინასწარ არ ვიცი, როგორ ხასიათზე ვიქნები საშობაოდ, მგონი, საქმის წინ წაგდება სჯობს. მით უმეტეს, რომ ჩემს მკითხველსაც კარგად მოეხსენება, მე არც ღირსშესანიშნავ თარიღებს მივდევ მაინცდამაინც და არც ჩემივე დაწესებულ დედლაინებს, პოსტის დასაწერად განწყობა აუცილებელი პირობაა. თანაც, მაღაზიებში საშობაო მორთულობა და ტკბილეულობა უკვე გამოჩნდა, ასე რომ, ალბათ არც ძალიან ვცდები თარიღს.
ჰოლანდიურ შობაზე მოგვიანებით დავწერ, როცა დეტალებში გავერკვევი, მანამდე კი იტალიელი ბავშვების საყვარელ სინიორა ბეფანას გავიხსენებ.
ალბათ რვა ან ცხრა წლის ვიქნებოდი, როცა ჯანი როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი” მაჩუქეს. ეს ნაწარმოები გაცილებით ნაკლებპოპულარულია, ვიდრე “ჩიპოლინო” ან “ჯელსომინო” (ამ ორიდან მე მეორე გაცილებით მეტად მომწონს), მაგრამ ნამდვილად იმსახურებს საბავშვო ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს.
წიგნის ერთ-ერთ გმირი ბეფანაა – ზემოხსენებული ბებრუცუნა სინიორა, რომელიც თურმე შობის ღამეს ცოცხზე ამხედრებული დაფრინავს და იტალიელ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. როდარის ბეფანა კი არც მეტი და არც ნაკლები, სათამაშოების მაღაზიის მეპატრონეა და ბავშვებთან საჩუქარი კარგი ქცევისთვის კი არა, მშობლების მიერ გადახდილი საფასურის სანაცვლოდ მიაქვს. მისი მაღაზია სრულიად ცალკე სამყაროა, რომელშიც იმდენი და ისეთი მრავალფეროვანი გმირი ცხოვრობს, რომ არაფრით ჩამოუვარდება “მოზრდილთა” სამყაროს. აქ არის სათამაშო მატარებელი თავისი პერსონალით, როხროხა და უხეში, თუმცა გულკეთილი გემის კაპიტანი, მრისხანე გენერალი, რომელსაც ყველგან მტერი ელანდება, მაღაზიის ელიტა – ქალბატონი თოჯინები, ინდიელთა ბრძენი ბელადი და ადამიანებივით ჭკვიანი და ზოგჯერ ადამიანებზე კეთილი ცხოველებიც.
ხშირად დავფიქრებულვარ, რა საპასუხისმგებლო რამაა საბავშვო მწერლობა. ნეტავი, ყველა მწერალი თუ ათვითცნობიერებს, რომ ბავშვის ჩამოყალიბებაზე მის ნაწარმოებს ნამდვილად ექნება გავლენა. თუ კი, საინტერესოა, საბჭოთა მწერლებს რა ნამუსით ეძინათ ხოლმე ღამღამობით. ჯანი როდარის (სიტყვას მოჰყვა და, კომუნისტი იყო) ეს ნაწარმოები კი ზოგჯერ იმხელა ემოციებს და განცდებს იწვევს, რომ ჩემი აზრით, მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება ნებისმიერ ბავშვს.
ამ ბოლო დროს დაძინება მიჭირს და ათასი რაღაც ამომიტივტივდება ხოლმე თავში, მით უმეტეს, რომ აქ ყველა შეგრძნება გამძაფრებული მაქვს. ჰოდა, ორიოდე დღის წინ ამ წიგნის ზოგიერთი ეპიზოდი გავიხსენე და ყელში რაღაც მომაწვა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ბავშვობაში. დარწმუნებული ვარ, გულგრილს ვერავის დატოვებს “ვარდისფერი თოჯინას” უეცარი გარდასახვა. ქალბატონი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წუწუნებდა, რა დროს ომია, “პერმანენტი” დამეშლებაო, სადარბაზოში თავშეფარებულ, უსახლკარო მოხუც ქალს გაყინულ ხელებს უსრესს, იქნებ გავათბოო. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მოხუცი ცოცხალი აღარ არის, ენანება მარტო დასატოვებლად და მასთან ერთად სრულიად მარტო რჩება ღამით, სიბნელეში, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც სულ პატარაა და ძალიან, ძალიან ეშინია. გულშიჩამწვდომია აგრეთვე გენერალი, რომელმაც სიცოცხლე აღარ ისურვა მას შემდეგ, რაც მთელი შეიარაღება დაკარგა და საკუთარი არსებობის უმიზნობა მთელი სიმწარით შეიგრძნო. მთელი წიგნის მთავარი მოტივია დიდი სიყვარული და ერთგულება, რომლის წყალობითაც ყველა ბავშვი შეიძლება ბედნიერი იყოს შობის ღამეს, სათამაშოს კი მკერდში ნამდვილი გული აუძგერდეს.
არ ვიცი, რამდენად სჯერათ იტალიელ ბავშვებს ბეფანასი, მაგრამ შობის მოსვლა ალბათ, ნამდვილად უხარიათ. პირადად მე შობის თუ ახალი წლის მოსვლაზე მეტად, წინარე პერიოდი მიხაროდა ყოველთვის – განათებული ქუჩები, მორთული ვიტრინები და თოვლის მოლოდინი…
ბედნიერ წინასაახალწლო/წინასაშობაო სამზადისს გისურვებთ!
როგორი კარგი იყო ჩემი ამ მომენტისთვის. უნდა დაგეწერა მაშ, თარიღებს რა მნიშ. აქვს ;))
ჯანის ეგ მიყვარს მე ყველაზე მეტად.
ეგ წიგნი დამიკარგეს 😦 რა ვქნა არ ვიცი…
როგორ მიყვარდა ეგ წიგნი…სასაცილო ბეფანა 🙂 ჯანი როდარის წაკითხვა ახლაც სიამოვნებით შემიძლია, განსაკუთრებით ხახვისთავიანი ბიჭუნას ამბის 🙂
მეც ყველას მირჩევნია როდარის ნაწარმოებებს შორის… მადლობა შეფასებისთვის, მეგობრებო!
ახალი წლის/შობის მოლოდინი და ფაციფუცი უფრო სასიამოვნოა და უზომოდ მიყვარს. ჯერჯერობით არ მაქვს წინასაახალწლო განწყობა რატომღაც, მაგრამ ეშველება ამასაც იმედია. 🙂
საბავშვო მწერლობა მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, “სადიდო” მწერლობაზე დიდი და რატომღაც არ მახსენდება არცერთი მწერალი ეს პასუხისმგებლობა რომ ვერ გაეცნობიერებინოს 🙂
ქართული ხალხური ზღაპრები გამახსენდა მხოლოდ, რომელსაც კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ყველა ზღაპარში ძალადობაა : მოკლა, შეჭამა, თონეში დაწვა, თავი მოაჭრა, ტყავი გააძრო და ა.შ. ხოდა ქართული ზღაპრის სიკეთეს ვერ ვხედავ ხოლმე 🙂
როგორ გეტყობა, გრაფინიუშკა, “წითელი” საბჭოთა ლიტერატურა რომ არ წაგიკითხავს 🙂
ქართული ზღაპრები ყოველთვის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ძალადობისეულ გზას მოიაზრებდა. ,პატარა ჭინჭრაქას” ყოველთვის სჯეროდა, ის ,,დიდი დევი” თუ არ გაანადგურე, ერთხელ დაშინებიტ ვერაფერს გახდები და ოდესმე ზურგზე დაგცემს. როცა ყველა ხრიკი გამოგეცლება ხელიდან და გონებიდან 🙂
სიმართლე გითხრა მე მგონი მართლა არ წამიკითხავს “წითელი” ლიტერატურა 😀
“როგორ იწრთობოდა ფოლადი” მაქვს წაკითხული სამაგიეროდ და ლაქად დარჩება ეს წიგნი ჩემს წაკითხულ წიგნებს შორის 😀
ბავშვობაში კიდევ საბჭოთა მწერლებს არ ვკითხულობდი მართლა. უცხოური გვარები მიზიდავდა 🙂 თუმცა არც ასე ხაზგადასასმელი მგონია ყველა მაინც 🙂
:დ მაგ წიგნზე ისე საოცრად მეცინება ხოლმე :დ
ჩემს ძმას ლიტერატურს ვურჩევდი საკითხავად ოჯახის ბიბლიოთეკიდან. ცალკე გადავდე რამდენიმე საყმაწვილო წიგნი, მაგრამ მანამ ვთხოვე, თავად მოეძებნა რამე. ინტუიციას ვუმოწმებდისავით. ხოდა ეგ წიგნი რომ ნახა, ხელიდან ვეღარ გავაგდებინე. შუამდე წაიკითხა დამერე თავად მიხვდა, სისულელე რომ ქნა :დ
იიფ, რა კარგია! 🙂 დიზაინიც, პოსტიც.. ასე მოულოდნელად კიდევ უფრო სასიამოვნო ყოფილა 🙂 :*
ჩემი ბავშვვობის წიგნი 🙂 პატარა მაღაზიაში ვიყიდე კაპიკებად, სპეციალობასა და სოლფეჯიოს შორის დრო მქონდა და სანამ მუსიკალურიდან შინ მივედი, შემომეკითხა 🙂
მერე ათასჯერ გადავიკითხე და კიდევ წავიკითხავდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ აღარ მაქვს ეს წიგნი 😦
მშვენიერი პოსტია, თამარა. და ჰედერია ღრმად საშობაო 🙂
ვარდისფერყდიანი ხო, მოლ? ^^
ზუსტად, ქევან. ვარდისფერი რბილი ყდა ჰქონდა 😦
მეც ეგ მქონდა 🙂
მიხარია, თუ მოგწონთ 🙂 გარემოებებიდან გამომდინარე, ახალს ვერაფერს ვკითხულობ და ისღა დამრჩენია, ძველები გავიხსენო და გადავამღერო… სიამოვნებით წავიკითხავდი ისე ამ წიგნს საშობაოდ 🙂
მართლა საახალწლო განწყობა შემექმნა პოსტით, გამფორმებით, მოგონებებით ასე მგონია ცოტაც და საახალწლო ზარები დაიწყეს რეკვას 🙂 თან წითელი ბექი ისეთი სითბოს შეგრძნებას ტოვეს როგორც ბუხარი ზამთარში 🙂
ძალიან მიხარია, თუ მოგწონს და მით უმეტეს, თუკი განწყობის შექმნაც მოვახერხე 🙂
არ წამიკითხავს და სამწუხაროდ არ მსმენია, ეხლა იმდენი წიგნები დამიგროვდა წასაკითხად, საბავშვო ლიტერატურიდან რამეს მოვძებნი და იმას დავიწყებ თქო ტყუილი იქნება, მაგრამ შვილების ხარჯზე ბევრი დანაკლისის ანაზღაურებას ვგეგმავ :)))))
რა შორი პერსპექტივაა ღმერთმანი :)))))
რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც, წაკითხული რომ არ გაქვს, თორემ ვიფიქრე, ახალი არავისთვისაა მეთქი 🙂 მაინც სასიამოვნოა, როცა შენი რჩევა ვინმეს გამოადგება 🙂
ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე, (წუხელ რა დღეშიც ვიყავი, კი იცი) რაღაცები მეც გამახსენდა და შენი არ იყოს, ყელში რაღაც მომაწვა 😦
ამ წიგნს ასაკი მართლა არ აქვს. სანამ ქართული მინახავს, რუსულს გადმოვწერ დღესვე.
და ბავშვებისთვის წერა ასმაგად საპასუხისმგებლო რომ არის, ამას მტკიცებაც არ სჭირდება. საპასუხისმგებლოც და რთულიც.
მეც შვილების ხარჯზე მომიწევს ბეფანას გაცნობა 😀 ჩიპოლინოსა და ჯელსომინოს გაცნობა ფრიად საინტერესო იყო, ტელეფონით მოყოლილი ზღაპრების მოსმენაც. როგორც ჩანს წინ დიდი სიამოვნება მელის (არც თუ ახლო მომავალში, მაგრამ მაინც) 😀
ლამაზი თემაა ჰედერითურთ! 🙂 ნუ ახლა ეს წიგნი მე რომ არ მაქვს წაკითხული ეგ გასაკვირი არაა. არ ვგიჟდები და ერთი ამბები არ მემართება ამ დღესასწაულებზე. მაგრამ ახალი წლის ან შობის დღესასწაული მაინც გამორჩეულად მომწონს. მხოლოდ იმიტომ რომ ამ დღეებში ისე წამს ხალხს სიახლის და მოლოდინი აქვს კარგის, როგორც არასდროს. ჰო, ყველაზე საპასუხისმგებლო მართლაც რომ საბავშვო მწერლობაა. 🙂
ეს პოსტი დილით რომ მენახა, “ლაჟვარდისფერ ისარს” შევიტანდი წასაკითხი წიგნების სიაში! როგორ ავცდი ბავშვობაში 😦
@ მერი;
შენგან ძალიან გამიკვირდა ამის მოსმენა, მაგრამ ხდება ხოლმე… მეც იმდენ რამეს ავცდი, არადა, საყოველთაოდ ცნობილი აღმოჩნდა მერე… ახლაც არაა გვიან, თუ არ გჯერა, მოლის ჰკითხე… 🙂
@ცოტნე;
სელმა ლაგერლოფის წაკითხვას თუ აპირებ, ჯანი როდარის ნამდვილად არაფერი დაუშავებია, თუ ხელში ჩაგივარდება, წაიკითხე აუცილებლად… მართლა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პერსონაჟები არიან 🙂
ნამდვილად არ არის გვიან. საბავშვო წიგნი იმას ნიშნავს, რომ რაც მალე წაიკითხავ, უკეთესია, თორემ, მოზრდილებს კითხვა ეკრძალებათო, არავის უთქვამს…
კი თუ კი ვიშოვი წავიკითხავ აუცილებლად! 🙂 🙂 🙂
ვის ბლოგზე მოვხვდი? ისეა დიზაინი შეცვლილი სნამა კარგად არ ავათვალიერ-ჩავათვალიერე ვერც მივხვდი სად ვიყავი 🙂 ბეფანა არ მაქვს წაკითხული არც ჯელსომინო. . . ვაჰმე სირცხვილო . . . .
ამოიღე სიიდან კინგი და ის ვინცხა მეორე და ჯანი როდარი ჩასვი, სანამ გვიან არაა მისი ეფექტი 🙂 ჰო, საშობაო დიზაინია 🙂
ქინგი ზუსტადაც არაა ამოსაღები.
ამოსაღები კიდევ ბევრია, მაგრარ არა ეგ.
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
ლორდ, კინგი წაკითხული გაქვს?
ისე ერთი მეც უნდა დავტოვო კომენტარი რიდერიდან 🙂
არც ჩემი ბავშვობის წიგნიაა “ლაჟვარდისფერი ისარი”,თუმცა კი დარწმუნებული ვარ,რომ წამეკითხა აუცილებლად მეც შენსავით მეყვარებოდა,რადგან ყოველთვის ვიხიბლები რაღაც განსხვავებულით,თუმცა კი ვინ არ იხიბლება რო.. 🙂
მოკლედ კარგი/საინტერესო პოსტი იყო თამარა და მეც უკვე შემომეპარა წინასაახალწლო განწყობა.თუმცაღა არ ვიცი მიხარია თუ არა,ალბათ მიხარია.. შობა-ახალი წელი ბოლოს და ბოლოს,წელიწადში ერთხელაა.. 🙂
ყველას ვურჩევდი წაკითხვას… მართლა ძალიან, ძალიან კარგი წიგნია, თან საშობაო 🙂
ვაიმე როდარიზე გაცვალე გოგო ბორის პოლევოი???
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
ისე უცნაური კია ამ კომუნისტ კაცს რა საშობაო ზღაპრების წერა აუტყდა.
ეს შავი კაცი მაინც ვინ იყოო ტრიფონისა არ იყოს.
მაგაზე დაწერე..
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
პოლევოიმდე წავიკითხე როდარი 🙂 რას ერჩი, ეგეც კომუნისტი არ იყო?? 🙂
იმ შავ კაცს რაც შეეხება, თუ გადავაწყდი ქუჩაში, სურათსაც გადავუღებ, დავუდარაჯდები შობას…
გილოცავ ქინდლის წარმატებით დატესტვას 🙂
მორწმუნე კომუნისტი იყო 🙂
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
საყვარელი წიგნის სათაურს რომ მოვკრავ თვალს, თავს ვეღარ ვერევი და კომენტარი მეწერინება:) ალბათ მიხარია, სხვასაც ჩემსავით რომ უყვარს, განსაკუთრებით, როცა არც მაინცდამაინც ცნობილი და პოპულარულია. ჩემს თერთმეტეულში ლაჟვარდისფერ ისარს მეცხრე ადგილი უჭირავს:) სამწუხაროა, რომ ვერსად ვპოულობ/ვშოულობ ძველ ბავშვობის წიგნებს
მიხარია, თუ მოგეწონა 🙂 ჰო, სამწუხაროდ, მეც არსად მომიკრავს თვალი, ბავშვობაში რომ მაჩუქეს, ის მაქვს შენახული დღემდე, მაგრამ აღარ ვკითხულობ, თითქმის ზეპირად მახსოვს და იმიტომ…
ეჰ, შმიტჰოფს რა ვუთხარი მე 😦 😦
თამარა, დაბრუნებას არ აპირებ?