როცა 60%-იანი ალბათობა მაინც არსებობს, რომ თანხა, რომელსაც ელოდები, შეიძლება ჩარიცხული იყოს, წადი და შეამოწმე ბანკომატი;
თუ უახლოესი ბანკომატი არ მუშაობს, სხვა მონახე, თუნდაც შორს წასვლა დაგჭირდეს;
თუკი არც ის მუშაობს, არ დაიზარო და გარეუბნიდან ცენტრში წადი;
თუკი ბანკის ოფისის ოთხი ბანკომატი არ მუშაობს, იქვე კიდევ ორია და ისინი შეამოწმე;
და თუ ყველაფერი ამაოა, ნუ დაიზარებ, იპოვე მეშვიდე ბანკომატი და აუცილებლად გაგიმართლებს!!!
ჰოდა, სულ რაღაც ერთი საათის წინ ჰოლანდიას ისეთმა საბრძოლო ყიჟინამ გადაუარა, რომ ვილჰელმ ორანელის საფლავზე ალბათ სულ ია-ვარდები გადაიფინებოდა.
დამეწვიეთ ახლა, სანამ სუფრაც გაშლილია და მასპინძელიც კარგ ხასიათზეა! პიცა მიირთვით, ან ლორი, ან ეს ნარინჯისფერი ნამცხვარი, ევრო 2012-თან დაკავშირებით რომ გამოუშვიათ, ფენქეიქებიც გვაქვს, კარტოფილი ქათმის ფილეთი და დესერტად ყავა ბევრი შოკოლადით.
დამეწვიეთ, თორემ ამდენს მარტო ნამდვილად ვერ მოვერევი 🙂
როგორ ვერ მოერევი :)))) შეგერგოს და გემრიელად მიირთვი 🙂
დასასრულიც მძაფრსიუჟეტიანი ჰქონია ამ ამბავს 🙂
იიფ ახლა მანდ დამსვა და პიცა შემახრამუნებინა.
უჰ, მომეშვა გულზე 🙂 ღმერთმა შეგარგოს 🙂
ამოვისუნთქე 🙂
მოსალოცი ამბავია 🙂
მეგობრებო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიდუღდა გულმუცელი ამ ბანკომატების ჩამოვლისას 🙂 მაგრამ ბოლო ემოციებმა გადაფარა, თან საუზმეს, სადილს და ვახშამს ვეშურებოდი და ვერ მოგიყევით დაწვრილებით 🙂
რას დაგეწვევით, ცოდვით ლუკმას ვერ ჩავიდებ პირში. მიირთვი შემოგევლე, მიირთვი :)))))
მომილოცავს!
მშვენიერი ამბავია 🙂
დედა მომეშვა გულზე! :დ ვინერვიულე! :დ შეგერგოს! დაგეწვეოდი უბრალოდ შორს ვარ! :დ
ახლა წავიკითხე ორივე პოსტი და 90 წლები გამახსენდა, სადრაც 8-9 წლის რომ ვიყავი 🙂 ასე ვმშიმშილობდი მეც. მომავალ სტიპენდიამდე გეყოფა ეგ თანხა თამარა? ხანდახან ჯობია დახმარება ითხოვო, შენს წინა პოსტში არაფერი გითქვამს ამაზე.
გილოცავ სტიპენდიის აღებას!
მადლობა ყურადღებისთვის, ვივიენ! 🙂
მომავალ სტიპენდიამდე მეყოფა, კი… წესით, არც ახლა უნდა შექმნილიყო ასეთი მდგომარეობა, მაგრამ რაღაც მოხდა 🙂 რაც შეეხება დახმარების თხოვნას, ყოველთვის ვარიდებ თავს სხვების შეწუხებას, მაგრამ რომ არ მშველებოდა, ამჯერად ალბათ მომიწევდა…
🙂 მიხარია, თუ დაგჭირდება ფული საჭმელისთვის უბრალოდ ანგარიშის ნომერი დადე 🙂
იმდენმა ადამიანმა შემომთავაზა დახმარება, რომ გული მაქვს უკვე აჩუყებული! 🙂
ძალიან დიდი მადლობა!
ბედნიერი ადამიანი ხარ 🙂 ყველაზე დიდი სიმდიდრე კარგი მეგობრების ყოლაა 🙂
უი უი უი ეს როგორ გამომრჩენია, რა სულმოუთქმელად ველოდი არადა, მარტო მე კი არა, ჩემი დაც
ჰოდა შეგერგოს და აღარასოდეს გეწვალოს აწი ასე :*
გული ამიჩუყდა, ოღონდ ვერ ვხვდები ამ ორ პოსტზე თუ კომენტარებზე 😦
შენ ჩემი იკითხე! როგორც ვთქვი, იმდენი ადამიანი წუხდა ჩემს გამო, რომ თავიდან პოსტი ავიღე კიდეც, შემრცხვა… მერე სულ ძალისძალათი დამაბრუნებინეს და სტიპენდიას რომ სულზე არ მოესწრო, ალბათ ქველმოქმედებას ვერ გადავურჩებოდი 🙂 ❤
საინტერესო ცხოვრება გაქვს, შესაბამისად, ბლოგიც. :>
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ბლოგის შექებისთვის! 🙂 ცხოვრებას რაც შეეხება, რა ვიცი, ვცდილობ 🙂
kuji ufro male dzgeba vidre tvali? chemtanac egrea