ჩემი დიასახლისი ევროპელისათვის უჩვეულოდ გულისხმიერია. ადრეც ვახსენე სტერეოტიპი რომ მაქვს გამჯდარი ევროპელების გულგრილობის თაობაზე, რაც ამ ქალბატონის დადასტურებისამებრ, მთლად უსაფუძვლო ნამდვილად არაა. ჰოდა, ამ გამონაკლისმა რამდენიმე დღის წინ თავისთან დამპატიჟა. იცოდა, რომ სახლში მარტო ვიყავი და სამეცადინოც ჯერ არაფერი მქონდა.
რა თქმა უნდა, ვესტუმრე! დღის პირველი ნახევარი კოკისპირულად წვიმდა, ნაშუადღევს კი გამოიდარა, ჩემდა საუბედუროდ… გამოვიყვანეთ (მისი) ველოსიპედები და სასეირნოდ წავედით.
მინდა გითხრათ, რომ ეს სამოც წელს მიღწეული მანდილოსანი ჩემზე ყოჩაღად იჯდა ველოსიპედზე. მე კი დიდი ჯაფა მადგა – გარდა იმისა, რომ მანევრირებისას საჭეს ძლივს ვიმორჩილებდი, ქარიც ამოვარდა და წონასწორობის შენარჩუნებაში ესეც მიშლიდა ხელს. რას ნიშნავს მაინც პრაქტიკა!
მაგრამ მთავარი შემდეგ უნდა მომხდარიყო თურმე! ერთ-ერთ მოსახვევში, რომელსაც წინ დაღმართი უძღოდა, ინერციით დიდი სისწრაფე ავკრიფე, მოხვევა ვეღარ მოვასწარი და ველოსიპედიანად გადავეშვი გზისპირა მდინარეში.
ვერ მოგატყუებთ, თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გამირბინა-მეთქი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ ორმა საღმა აზრმა ნამდვილად მოასწრო მოფრენა. პირველმა მაშინ გამიელვა, დგაფუნი რომ გავიგონე და თვალწინ მხოლოდ მღვრიე სიმწვანე დავინახე: “ძალიან ღრმა ხომ არაა?”. თუმცა, იგი ფსკერზე ფეხის დადგმისა და ამოყვინთვისთანავე ჩაანაცვლა რიგით მეორემ და უფრო პრაგმატულმა: “ველოსიპედი!!!” მშველელად მოვლენილ ახალგაზრდა ქერათმიან ყმაწვილს ჩემი ფიქრების მპყრობელი ნივთი მივაწოდე და მეც მალე ამოვედი გზაზე. ჩემს დიასახლისს კი გაოგნებისა და ატეხილი ხარხარის მიუხედავად ჩემი მარცხის ფოტოზე ასახვა უკვე მოესწრო და ინტერვიუს ჩამოსართმევად მომვარდა. დოკუმენტური მასალა დღემდე ინახება მის აიფონში.
საბედნიეროდ, ველოსიპედი ჩემსავით მთელი და უვნებელი აღმოჩნდა, თორემ დამატებითი და არცთუ მცირე ხარჯის თავი ნამდვილად არ მქონდა. ინციდენტის მიზეზს რაც შეეხება, ჩემს უბედურებაში დამნაშავე არც მეტი, არც ნაკლები, ტექნიკური პროგრესი აღმოჩნდა. ერთი მითხარით, საიდან უნდა მცოდნოდა მე, საბჭოთა ველოსიპედზე გაზრდილ ბავშვს, სოფლის უკაცრიელ გზებზე რომ დაქროდა და თავი ბუცეფალზე წარმოედგინა, რომ ამ გაზიზინებულ, ევროპულ მოდელს მუხრუჭები საჭეზე ჰქონდა? მე მეგონა, პედლების უკუღმა დატრიალება ველოსიპედის გასაჩერებლად უნივერსალური მეთოდი იყო.
ჩემდა მეორედ საბედნიეროდ, თან არც მობილური მქონია, არც ფოტოაპარატი და მით უმეტეს, ლეპტოპი. წყალიც თბილი იყო და ამჯერად უვნებლად გადავრჩი. მე და ქალბატონმა დიასახლისმა, რომელიც მთელი გზა ყველა შემხვედრს აფრთხილებდა, ჩემგან დისტანცია დაეცვათ, სეირნობა მაინც გავაგრძელეთ, შემდეგ კი მისსავე სახლში წავედით, სადაც მე შხაპში შემაგდო, ჩემი ტანსაცმელი კი – სარეცხ მანქანაში.
მაინც იღბლიანი მეთქმის – კიდევ კარგი, ავარია ქალაქგარეთ მომივიდა და არა ქუჩაში, თორემ ამ პოსტის წერის გუნებაზე ნამდვილად არ ვიქნებოდი ახლა. ჩემი მარცხის შესახებ ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს, რადგან ვიცი, მთელი ჩემი აქ ყოფნის დროის განმავლობაში იმაზე ინერვიულებენ, როგორ დავდივარ ქალაქში.
ჩემმა დიასახლისმა დღეს საჩუქარი მომიტანა, როგორც თვითონ მითხრა – თავისი დანაშაულის გამოსასყიდად, რადგან ველოსიპედის გაჩერება არ მასწავლა. სურნელოვანი სანთელი, რომელსაც ძველებური მურაბის ქილის ფორმა აქვს, ახლა ჩემს პატარა მაგიდაზე დგას, დროდადრო თავს ვხდი და ოთახში კენკრის მძაფრი სუნი დგება. ჰოდა, ამით კიდევ ერთი მიემატა ჩემს ლინდგრენისეულ ასოციაციებს. რაღა უნდა ფანჯარაზე შემომჯდარი, ამ ქილისკენ ხარბად მომზირალი კარლსონის წარმოდგენას? არც არაფერი!
სწავლა ჯერ არ დამიწყია, რის წყალობითაც ჩემს წარმოსახვას ჯერ კიდევ სცალია…
P.S. მაინც ვივლი ველოსიპედით! ოღონდ, ფრთხილად…
ისე, ”გაწუწული შენ” რო დაგედო ფოტოს სახით კარგ ელფერს მიცემდა პოსტს : )
არა, გმადლობთ 🙂 ეგ ფოტო საიმედოდ მაქვს შენახული, ისედაც საკმარისად დამცინეს უკვე :):)
აუ არა ტო.
დაცინვა კი არა ჯიგრული და სახალისო იქნებოდა…
უფრო ”რაღაცნაირად შინაურული” პონტი გაიჩითებოდა …
არ გვინდა, არა :):) სიტყვაზე მენდეთ, თავით ფეხამდე სველი ვიყავი 🙂
ძალიან მომეწონა… ეგ ქალიც, სხვათა შორის…
მაგრამ იმ ქერათმიან ყმაწვილზე რას გვეტყვი, გაკვრით რომ ახსენე?
იმ ქერათმიან ყმაწვილს გავეცანი:
– Hello, I’m Tamara, wet and dirty, nice to meet you;
– Hi (smiling), nice to meet you too;
– Oh, no, it’s not nice to meet me with this outfit (laugh);
– No, that’s okay but I’m so sorry that I have rescued only bike but not you! 🙂
:laughingtogether:
ჰო, ჩემი დიასახლისი მაგარი ქალია, იმ ყმაწვილს კი ვეღარც ვნახავ ალბათ მეტად; არ ღირს ყურადღების გამახვილება 🙂
ჰეჰე… ქერათმიანმა ყმაწვილმა დამაინტერესა ძალიან.
ტელეფონის ნომრის გამორთმევას, იმედია მოიფიქრებდა. გამიგონია, ჰოლანდიელები სმართ-ები არიანო…
იხილეთ ზედა კომენტარი 🙂
ტელეფონის ნომრის გამორთმევა ვერ მოასწრო, ჩემი დიასახლისი იმდენს ქაქანებდა, ხმა აღარ ამოაღებინა 🙂
დაა LIKE თ ჩვენი გვერდი Facebook_ზე “ჩვენ გვინდა ველოსიპედები თბილისში”
დალაიქებულ არს, ოღონდ იუზერნეიმი დააყენეთ, რა უბედურებაა ამხელა ლინკი 🙂
ველოსიპედი ერთი კარგი დიდი სიამოვნებაა! :)))
სხარტადმოაზროვნე ყოფილხარ, რა გინდა 🙂 თავსაც უშველე და კინაღამ ქერა ბიჭს გამოკარი ხელი 😀
ვერ ვუშველე და მაგაშია საქმე 🙂 გავადინე დგაფანი წყალში, მოვინათლე ჰოლანდიური წესით 🙂
სხვის მარცხზე სიცილი მაინცდამაინც კორექტული საქციელი არ არის, მაგრამ კარგად ვიხალისე 🙂
ეგ არაფერი, მერი 🙂 მეც არ დამიკლია სიცილი ამ ფაქტის გამო, მაინც სველი ვიყავი და განწყობას ბოლომდე ხომ არ გავიფუჭებდი..
რა სასიამოვნო ისტორიაა! კარგად მოგაგონდება, თავისებური თავგადასავალია.
ვინ უნდა დაგცინოს ნეტა? ვაი, მე რო რამდენიმე წლის წინ ვისწავლე ტარება, უნდა გენახა რა დღეში ვიყავი.
გირჩევ, შენს ველიკას სახელი დაარქვა და უფრო კარგად ატარებ 😉
ჰო, კარგად მაგონდება უკვე, მეცინება… მართალი ხარ, ახლა ვურჩევ სახელს და მოვიხსენიებ მერე აუცილებლად 🙂
გაგვაგებინე მერე აუცილებლად 🙂
ალბათ, კიდე გადაგხდება რამე თავს მასთან ერთად 😉
ჰოლანდიაში ისევე იპარავენ ველოსიპედებს, როგორც სამეგრელოში ცხენებს იპარავდნენ 🙂
ევროპელების არაგულისხმიერების თაობაზე სტერეოტიპებს კი მე არ ვეთანხმები.
ზრდილობიანად რომ ვთქვა უბრალოდ ბულშითია.
კი, ნამდვილად 🙂 ამიტომაც აბამენ ჯაჭვებით 🙂
არაგულისხმიერებას რაც შეეხება,მეც მერღვევა ეგ სტერეოტიპი. რაც აქ ვარ, ჯერ არაგულისხმიერი ევროპელი არ შემხვედრია…
Dutch cheese ან Dutch beer ან Dutch chicks…
ჰოლანდიური დინამიტი რაღაა?
რას ერჩი? ჰოლანდიური დინამიტი სიახლეა, თორემ შენ რაც ჩამოთვალე, ცნობილია უკვე 🙂
ბედნიერია ის, ვისთვისაც ცნობილია 🙂
ჰო, ქერა და საკმაოდ ეფექტური ქალები ჰყავთ 🙂
რა სახალისო ამბავია თამარა : )))
არა რა, მიყვარს ძალიან ასეთი თავგადასავლები. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება ❤
ჰო, მაინც იღბლიანი გამოვდექი 🙂 არც დავშავებულვარ და არც სერიზული ზარალი მინახავს…
მშვიდობაში 🙂 აბა, ვინ მიხვდება, რას გილოცავ? 🙂 🙂
ვნახოთ, აბა:) ცოტა ხნით დავშოშმინდები ალბათ 🙂
შემომეღიმა, კარგია. ^_^
ჰო, ნამდვილად გასაღიმარია, სასაცილო თუ არა 🙂 მადლობა, რომ შემოიხედე, ბაო… თუ ია… ნუ, რა მნიშვნელობა აქვს 🙂
)))
ველოდებით შემდგომ აღწერებს. ^^
ამერიკული ფილმის პატარა მონაკვეთს გავს 🙂 მართლა სახალისო ისტორიაა 🙂
იცინეთ, რა გენაღვლებათ, რა 🙂
რა კარგია რომ ეს პოსტი აქამდე არ მქონდა წაკითხული. ახლა კვირა დღის მოწყენილობისგან ვკვდებოდი და გამამხიარულა ❤
კარგი ისტორიაა, ტკბილად მოსაგონარი :დ
არადა რა კარგი ფოტოა )))) დაგედო მაინც…. )
ოვითხოვ, დაიდოს ის ფოტო, რომელზეც შენი მარცხია აღწერილი! 😀 😀
აუ, რა მაგარია… ცხვრებაში არ ვმჯდარვარ ველოსიპედზე. ალბათ მე უარესი მომივიდოდა 😀
გულწრფელი აღიარებაც იმყოფინეთ 🙂
ცხოვრებაში რომ არ ვმჯდარიყავი, არც იმ დღეს დავჯდებოდი და ვიქნებოდი მშრალად 🙂
მე და ველოზიპედს პირველივე დღიდან არ მოგვეწონა ერთმანეთი, რის შედეგადაც დაზარალდა მეზობლის ბიჭის მუხლები ;დ
საწყალი მეზობლის ბიჭი 🙂
მე და საბჭოთა “ველიკს” ძალიანაც მოგვწონდა ერთმანეთი, აი, ამ ევროპულმა “ბაიკმა” ცოტა არ იყოს, რთული გამოცდა მომიწყო 🙂
ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა 🙂 ჩავარდნას გადაიტანს კაცი მაგარმ ახალგაზრდა, ქერათმიანი მშველელი რომ ამოგიყვანს ერთ რომანტიკად ღირს 🙂
დავმწუხრდები ალბათ მალე:) მე ყურადღებაც არ მიმიქცევია და აქ ხალხი როგორ დაინტერესდა… კიდევ ერთხელ დავადასტურე, როგორი პროზაული ვინმეც ვარ:)
მე მგონი, სხვაგან ვტოვებ კომენტარებს 🙂 🙂 🙂
ყველაზე აქტუალური მთელ მაგ ველო-ისტორიაში ქერათმიანი ყმაწვილია 🙂 უკონკურენტოდ ლიდერობს.
ჰოდა, ისა… შენ პროზაული კი არა, მონოგამური ხარ (ან მონოგამიური).
სრულიად მართებული შენიშვნაა, ვგონებ…
🙂 არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ დიასახლისთან სტუმრობას, სიახლეებს არ გამოგაპარებთ, რადგან ასეთი ინტერესი გამოიწვია…
[…] მიუხედავად მდინარეში ყვინთვისა, ველოსიპედის შეძენა არ გადამიფიქრებია. ჰოდა, ვიყიდე კიდეც! ძალიან მახარებს ის, რომ ჩემი შენაძენი ახალივით გამოიყურება და ფერიც კი საჩემოა – მუქი წითელი… მუხრუჭები ამასაც საჭეზე აქვს, მაგრამ ხმარება უკვე ვისწავლე – სამი საათია, ქალაქის მეორე ბოლოდან სახლისკენ მოვიწევ და როგორც იქნა, მოვაღწიე! გულისა და ხელ-ფეხის კანკალს რომ თავი დავანებოთ, ქალაქის თითქმის ყველა უცნობი ადგილი შემომეთვალიერა – გზა ამერია რამდენჯერმე! […]
[…] დიასახლისზე მოგიყვებით, უკვე რომ დააინტერესა ჩემი რამდენიმე […]
ყველაფერს ველოდი ალბათ და ამას არა 😀 გადავკვდი სიცილით 😀 კი წარმოვიდგინე თავი შენს ადგილას და ვიცი, რომ მაგარი ცუდი ამბავია, მაგრამ დიასახლისის ოპერატიულობამ გადამრია 😀 ის ფოტო მანახა ერთი 😀
ყველაზე მაგარი მაინც პედლების უკან დატრიელება იყო! 😀 მეც ცუდად ვმართავ ველოსიპედს, კაი ხანია არ მიტარებია, მარა ხელის მუხრუჭის ამბავი მაინც ვიცი საიდანღაც, თვითონ არასდროს გამომიყენებია თუმცა 🙂
რაც მთავარია, მე სულ ტყუილად მეცინება, რადგან ვერც ხელის მუხრუჭის გამოყენებას მოვიფიქრებდი მაგ დროს და პედლების უკან დარტიალებას მით უმეტეს 😀
[…] დიასახლისზე მოგიყვებით, უკვე რომ დააინტერესა ჩემი რამდენიმე […]