თორმეტი დღე დამრჩა ჩემი გათვლებით, ზუსტად თორმეტი. არადა, არც ვიზა მაქვს, არც ბილეთი და არც ბარგის ჩალაგება დამიწყია ჯერ.
ჰო, ვისაც დააინტერესებს, თუ საით გამიწევია, მოვახსენებ, რომ იყო ასეთი თეოლოგი და ჰუმანისტი – დეზიდერიუს ერასმუსი, რომლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტადაც მაქვს პატივი, ორწლიანი ჯახირის შემდეგ მოვიაზრებოდე. ჰოდა, უნდა გავფრინდე ახალ სიმაღლეებთან და სირთულეებთან შესაჭიდებლად.
ალბათ ძალიან ახლოს უნდა მიცნობდეთ, რომ მიხვდეთ, რამხელა იმედებს ვამყარებ ამ ერთ წელზე. პროფესიულ ზრდასა და კარიერული წინსვლის პერსპექტივას რომ თავი დავანებოთ, ერთი წელი სრულიად მარტო უნდა ვიყო უცხო ქვეყანაში, ქალაქსა და ხალხში და ისიც კარგად ვიცი, თუ როგორ მძიმე რეჟიმში მომიწევს ცხოვრება. შიშით არაფრის მეშინია, პირიქით, იმედი მაქვს, რომ იქიდან დაბრუნებულს ბოლოს და ბოლოს, აღარ დამჭირდება იმის მტკიცება, რომ უკვე გავიზარდე!
ჯერჯერობით კი ველოდები წერილს, რომელმაც უნდა მაცნობოს, რომ ვიზა თითქმის მზადაა და ბილეთიც დაჯავშნული.
გამახარე, gmail-ო!
არ იცი, როგორ გამიხარდა 🙂
აბა შენ იცი, თამარა. მართლა ძალიან დაგეხმარება ეს ერთი წელი. პროფესიულ ცოდნასაც მიიღებ, ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც შეივსებ და ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებ.
სამოქალაქო საზოგადოებას აქ, ჯერჯერობით, წვალებით ვაშენებთ და ისევ ამსტერ-რაინ-ტემზა-შპრეე-პოტომაკდალეულების იმედზე ვართ 🙂
ახალ ბლოგსაც გილოცავ. კეთილი იყოს ჩემი პირველი სტუმრობა. წარმატებები აქაურობას!
დიდი მადლობა, მოლი! ნუ, დამსახურებულად კი მისაყვედურე, მაგრამ შენს გარდა ვინ უნდა ყოფილიყო პირველი სტუმარი 🙂
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი! 🙂
warmatebebi ^_^ shen namdvilad mza produqti xar 😀 saxlshi chemebs amas veubnebi, rom ukve mza var da shesworebebs mati mxridan ar vsachiroeb 😀
ოჯახის წევრებისთვის ამის გაგება ცოტა ძნელია 🙂 აი, მოლი მოვა და დაგვიდასტურებს 🙂
ძნელია, აბა რა 😦 მშობელს მუდმივად ბავშვი ჰგონიხარ 😦
აუ, ახლა როგორ ვგრძნობ იცი ამ ყველაფერს?! 🙂
მეც მინდა, ერთ-ორ წელში, შენი ბედი გავიზიარო სადმე, ინგლისში.. 🙂
გისურვებ, რომ გაგეზიარებინოს ერთ-ორ წელიწადში :*:* მე გამოცდილებას გაგიზიარებ 🙂
როტერდამი…….. აააააააა… როგორ მინდა.
ოდესმე მეც მივყვები შენს ნაფეხურებს :*
წარმატებებს გისურვებ, დი :* გამოცდილებას გაგიზიარებ, როცა კი მოინდომებ 🙂
გამიხარდა და შემშურდა 🙂
დიდი მადლობა, მერი 🙂 ძალიან გამიხარდა შენი კომენტარების დანახვა 🙂
ჯერ შვებულებაში ვიყავი, მერე მივლინებაში და, როგორც იქნა, დავბრუნდი 🙂
ძალიან სასიამოვნოა… მოლიმ ახალი სეზონი დაიწყო, მეც ახალი ეტაპი მაქვს და უშენოდ ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო 🙂
მე მგონი ჩემი წინასწარმეტყველება ახდა 🙂 დინამიტმა ატომური ბომბის ძალით იფეთქა 🙂
ჯერ ადრეა მაგის თქმა, მაგრამ ვეცდები, იმედები არ გაგიცრუო :):)
🙂
უცხოეთში რომ იყავი ჯგუფის პოსტებიდან მივხვდი, მარა არ ვიკითხე, ვიცოდი, რომ დაწერდი ამაზე და პოსტებით უფრო გემრიელად გავიგებ.
ხოდა, გავაგრძელე კითხვა მე და წარმატებები შენ :-*